საუნა

მშრალი საუნა
პატარა, სუსტად განათებულ, ხის პანელით მოპირკეთებულ ოთახში ადამიანები სხვადასხვა სიმაღლეზე განლაგებულ სკამებზე სხედან და ცხელი ჰაერის აბაზანებს იღებენ. რომელიმე მათგანი დროდადრო გახურებულ ქვებს ჩამჩით წყალს ასხამს. რამდენიმე წამში მხურვალება იმატებს, ფეხებიდან ნელ-ნელა ზემოთ მიიპარება და მთელ სხეულს ედება. ფორები იხსნება და სხეული ოფლით იცვარება.
საუნაში ტემპერატურა 80-100 გრადუსია, ზოგჯერ – მეტიც. ზედა სკამებზე უფრო ცხელა, ვიდრე ქვედაზე.
წყალს ზოგჯერ 2-3 წვეთ ეთერზეთსაც ამატებენ. მისი კონცენტრირებული არომატი კარგად მოქმედებს სასუნთქ გზებსა და ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე
სველი საუნა
თურქული სველი საუნით სარგებლობისას სხეულიდან გამოიყოფა ჭარბი რაოდენობის ოფლი, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და მავნე ნივთიერებებს.
საუნის მოქმედებისას სხეული გამოიმუშავებს უნარს, დაიცვას ორგანიზმი გადახურებისგან და უზრუნველჰყოს ოფლის დროული აორთქლება.
თურქული სველი საუნით საშუალება გექნებათ:
მოადუნოთ ცენტრალური ნერვიული სისტემა და კუნთოვანი აპარატი
მოიხსნათ სტრესი
დააჩქაროთ რეგენერაციის პროცესები
გაიძლიეროთ იმუნიტეტი
