ინფრაწითელი

ინფრაწითელი
20წ – 20ლ
ინფრაწითელი კაფსულა თანამედროვე საშუალებაა წონის კლების, ორგანიზმის შლაკებისგან ეფექტურად გაწმენდის, კანის სტრუქტურის გაუმჯობებისთვის.
ინფრაწითელი სხივები ღრმად აღწევენ ქსოვილებში რითიც აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს ლიმფოდრენაჟს. აწესრიგებს ზოგად ნერვულ ფონს, აწესრიგებს ძილის ფაზებს.
პროცედურა ტარდება გერმანული თანამედროვე აპარატით, აქვს სამი დამოუკიდებელი გათბობის ზონა და ექვსი სხვადასხვა რეჯიმი, რეჯიმის შერჩევა ხდება ექიმის მიერ უშუალოდ პროცედურის დაწყებისას და პაციენტზე მორგებით. პროცედურა გრძელდება ნახევარი საათი, კეთდება მთელ სხეულზე პროგრამულად ირჩევა ყველაზე პრობლემური ზონა, სადაც ხდება უფრო მეტი დატვირთვა.
ექიმი
ირმა თუთბერიძე
დავამთავრე წყალტუბოს N4 საშუალო სკოლა. 1989-1995 დავამთავრე თბილისის სახელმწიფო, სამედიცინო უნივერსიტეტი. 1995-1996 წელს ინტერნატურა-ნევროლოგიაში.1996-2001 მდე ვმუშაობდი ცენტრალურ სამხედრო სანატორიუმში, ექიმ-ნევროლოგად. 2001 წელს ავიღე სახელმწიფო სერთიფიკატი კურორტოლოგია, რეაბილიტაცია და ფიზიკური მედიციანა. 2006 ში გავიარე პროფესიული რეაბილიტაცია პროგრამით გადაუდებელი თერაპია: BLS, ALS, BTLS & ATLS. 2006-2021 მდე ვმუშაობდი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში (112) მორიგე ექიმად.2015-2016 წელში ვმუშაობდი BE HELTHY. 2021-ში გავიარე რეაბილიტაციის კურსი ნევროლოგიაში. 2017 წლიდან დღემდე ვმუშაობ სასტუმრო პრომეთეში.
