ფიზიოთერაპია

მთავარი - ფიზიოთერაპია

ინფრაწითელიკაფსულა ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, კანის ტონუსის ამაღლებას და წონის რეგულირებას

წყალი მიეწოდება მაღალი წნევით, რაც უზრუნველყოფს ინტენსიურ მასაჟს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.​
პროცედურა ხშირად მოიცავს თბილი და ცივი წყლის მონაცვლეობას, რაც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლიზმს.

წყალქვეშა მასაჟი წარმოადგენს უნიკალურ ჰიდროთერაპიულ პროცედურას, რომლის დროსაც სხეული იმყოფება თბილ წყალში (35–37°C), ხოლო სპეციალური შლანგით დამუშავდება სხეულის სხვადასხვა უბანი მაღალი წნევით გამოშვებული წყლის ნაკადით.პროცედურა ხშირად მოიცავს თბილი და ცივი წყლის მონაცვლეობას, რაც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლიზმს.

მაგნიტოთერაპია სრულიად უმტკივნეულოა და არაინვაზიური, არ გააჩნია უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები. მეთოდის მაღალეფექტურობას განაპირობებს ქსოვილებზე დაბალი სიხშირისა და ცვლადი ინტენსივობის პულსელექტრომაგნიტური ველების (PEMF – pulsed electromagnetic fields) ღრმა და ზედაპირული მოქმედება.

მკურნალობის ეს უნიკალური მეთოდი ფართოდ გამოიყენება ოსტეოპოროზის, მოტეხილობის, ართროზის, კონტრაქტურის, ნევრალგიის, კანის ჭრილობის, წყლულისა და დამწვრობის, ართრიტის, მიოზიტის, ტენდინიტისა და ძვალ-სახსროვან-კუნთოვანი სისტემის სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. ააქტივებს რა ორგანიზმში მიმდინარე აღდგენით პროცესებს, იგი ხელს უწყობს მობილობის სწრაფ აღდგენას ტრავმისა და ანთებითი პათოლოგიების შემდეგ.

მაგნიტოთერაპია ეფექტურია როგორც მონოთერაპია, ასევე კომბინირებული მკურნალობის შემადგენელი კომპონენტი.

ამპლიპულსი-  გამოიყენება ძირითადად პერიფერიული ნერვული სისტემის და სახსრების დაავადებების დროს.

ამპლიპულსის აპარატით თერაპია გულისხმობს ორგანიზმზე სინუსოიდური დენის იმპულსების მოქმედებას . სინუსოიდალური დენი ღრმად იჭრება ქსოვილებში და სიღრმიდან ახდენს პრობლემის აღმოფხვრას.

ამპლიპულსთერაპია რეაბილიტაციის კუთხით მოქმედებს როგორც :

  • ანალგეზიური
  • აუმჯობესებს ქსოვილების ტროფიკას
  • პსაზმოლიზური
  • აუმჯობესებს ადგილობრივად მიკროცირკულაციას
  • ცენტრალური ნერვული სისტემის სედაციური
  • მოქმედებს პროპრიორეცეპტორებზე
  • განივზოლიანი კუნთების , ასევე მიმიკური კუნთების სტიმულაცია და სხვა.

ულტრაბგერითი რხევების სამკურნალო მიზნით გამოყენება.

  • აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს (მიკროცირკულაციას და დიფუზიას); 
  • ახდენს გამწოვ ზემოქმედებას ტრავმებით გამოწვეულ
  • ჰემატომასა და შეშუპებებზე; 
  • ხსნის ანთებებს; 
  • ზრდის შემაერთებელი ქსოვილის (კოლაგენის, ბოჭკოს) სტრუქტურების ჭიმვადობას; 
  • გააჩნია გაუტკივარების ეფექტი; 
  • ადუნებს კუნთებს და ხსნის სპაზმებს; 
  • აჩქარებს შეხორცების პროცესებს;

თანამედროვე ელექტროტექნიკის მიღწევების საფუძველზე შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სახის ელექტროდენის გამოყენება ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ. ორგანიზმის რეაქცია ელექტროდენის მოქმედებაზე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დენის სტრუქტურაზე, ინტენსივობაზე, მიმართულებაზე, სიხშირეზე, მოქმედების ხანგრძლივობაზე და სხვ. ყველაზე კარგ ეფექტს იძლევა ელექტროთერაპია დაავადების ქვემწვავე, ზოგ შემთხვევაში კი მწვავე პერიოდშიც. ელექტროთერაპიის დროს დენი ძირითადად მოქმედებს უშუალოდ კანზე და ლორწოვან გარსზე. ელექტროთერაპიის გამოყენება შეიძლება როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად

პარაფინო თერაპიის მოქმედება ძირითადად პარაფინის ზემოქმედებაზეა დაფუძნებული. კერძოდ მის სითბურ და მექანიკურ მოქმედებაზე. ჩვენ ვიყენებთ იტალიურ პარაფინს, გამდიდრებულს ვიტამინებით, მინერალებითა და უამრავი სხვა ინგრედიენტებით. პარაფინის აპლიკაციების დროს იმატებს ადგილობრივი ტემპერტურა, სისხლის მიმოქცევა მოწესრიგებულია ქსოვილების დონეზე. ამდროს სტიმულირდება მეტაბოლური პროცესები და ჩქარდება კანის რეგენერაცია. პარაფინის აპლიკაციებს აქვს გამწოვი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ვუსმევთ – ნატურალური ბეწვის ჯაგრისით ცხელ პარაფინს 55-65C და სახეზე სამასაჟო ხაზების მიხედვით 1-2 სმ. სისქის, შემდეგ ვაფენთ სახეზე გრინის პარკს და ვფუთავთ თბილი სათფურებით 30-60 წუთის განმავლობაში.

პარაფინო თერაპიის ჩვენებებია : მშრალი, მოშვებული, მოდუნებული კანი. იგი ასწორებს ნაოჭებს, ტონუსში მოჰყავს კუნთები. აგრეთვე გამოიყენება პიგმენტური ლაქების, კანქვეშა იმფილტრატების დროს გაწოვის მიზნით, ღწმად ჩამჯდარი კომედომების დასარბილებლად. თმა დაფარულია სამედიცინო ქუდით.

ღრმა რხევა არის ალტერნატიული ელექტროსტატიკური ველის მოქმედების შედეგი, რომელიც ხდება ექიმის ხელებს (ან მექანიკურ აპლიკატორს) და პაციენტის სხეულის ზედაპირს შორის HIVAMAT 200 მოწყობილობის გამოყენებით. პროცედურის დროს ხდება  პაციენტის ქსოვილები ელექტროსტატიკური მოზიდვა და განზიდვა,  მოცემული სიხშირის რიტმში.

პროცედურის დროს  ელექტროსტატიკური იმპულსები, ქმნიან მცირე რხევებს და ღრმად აღწევს ქსოვილებში, ნაზად მოქმედებს კანზე, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილზე, შემაერთებელ ქსოვილზე, ლიმფურ და ვენურ გემებზე.

ასეთ რხევას აქვს მიმართული ანთების საწინააღმდეგო, ტროფოსტიმულატორული, დეტოქსიკაციისა და დრენაჟის ეფექტი, რის შედეგადაც კანის შრეებში უმჯობესდება და აჩქარდება ადგილობრივი მეტაბოლური და ტროფიკული პროცესები; ტკივილი, ანთება და შეშუპება მნიშვნელოვნად მცირდება.

დარსონვალიზაცია არის ფიზიოთერაპიის მეთოდი, რომლის თერაპიული ეფექტი მიიღწევა სხეულზე დაბალი სიძლიერის მაღალი სიხშირის ელექტრო დენის სასარგებლო ეფექტით.

მოქმედების მექანიზმი და თერაპიული ეფექტი

პროცედურისთვის გამოიყენება დარსონვალის აპარატი, რომელიც შედგება მაღალი სიხშირის გენერატორისგან, სპეციალური ელექტროდის წვერებისაგან, რომლის წყალობითაც იმპულსები გადაეცემა ადამიანს.

სხვადასხვა მიზნებისათვის გამოიყენება ექსპოზიციის კონტაქტური და არაკონტაქტური მეთოდები. კანის სისქეში ნერვული ბოჭკოების გამაღიზიანებელი დინება იწვევს სისხლძარღვების ხანმოკლე სპაზმს, რომელიც იცვლება მათი სანათურის ხანგრძლივი გაფართოებით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში დადებით ცვლილებებს:

  • გაიზარდა სისხლის მიკროცირკულაცია და ქსოვილების კვება;
  • ლიმფის და ვენური სისხლის გადინება;
  • ტკივილის შემცირება;
  • ალერგიული რეაქციების გამოვლინების შემცირება;
  • უჯრედების გაჯერება ჟანგბადით;
  • პათოგენური მიკროორგანიზმების ინტენსიური ჩახშობა;
  • ინფექციური და ანთებითი პროცესების გამოვლინების შემცირება;
  • ადგილობრივი იმუნიტეტის გაზრდა;

წამლების მაქსიმალური შეღწევა ქსოვილებში.

გარდა ამისა, დარსონვალიზაციის გამოყენება ზრდის კანის ელასტიურობას, აძლიერებს თმის ზრდას და ამცირებს საოფლე ჯირკვლების მუშაობას.

ინჰალაცია  ორგანიზმში სამკურნალო ნივთიერებათა შესუნთქვით შეყვანის მეთოდი. ამ ნივთიერებათა დაქუცმაცება ხდება სპეციალურ აპარატში — ინჰალატორში, საიდანაც შემდგომ სასუნთქ გზებში ხვდება სტაციონარული და გადასატანი ინჰალატორები. ინჰალაციის მეთოდით ორგანიზმში შეჰყავთ ტუტეები, ხსნადი სულფანილამიდური პრეპარატები, ანტიბიოტიკები და სხვ. ინჰალაციას ძირითადად იყენებენ სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს. ზეთოვანი ინჰალაცია მზადდება მცენარეული ზეთისა და მენთოლისაგან; მის დროს ზემო სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე თხელი ზეთოვანი აპკი ჩნდება, რომელიც სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერების შესრუტვას უშლის ხელს და აადვილებს ნახველის ამოღებას. ქიმიურ და ცემენტის ქარხნებში მასობრივი საინჰალაციო პროცედურა ტარდება ინჰალატორიუმებში. სამკურნალო ნივთიერებათა შესუნთქვას უწოდებენ ხელოვნურ ინჰალაციას, ხოლო ბუნებრივ პირობებში ზღვის, მთისა ან ტყის ჰაერით სუნთქვას – ბუნებრივ ინჰალაციას.

ადგილზე გვაქვს: ჟანგბადის, გვირილის, მინერალური წყლის, ეფკალიპტი.

მაღალი ინტენსივობის ლაზერული თერაპია, რომელიც გამოიყენება ტკივილის, ანთების და ქსოვილის დაზიანებების სამკურნალოდ.

დაჯავშნა

ონლაინ ჯავშნისთვის დარეკეთ: +995 595 07 72 72 | +995 551 07 72 72

Shopping Cart
Scroll to Top