ჩვენ შესახებ

მთავარი - ჩვენ შესახებ

სპა სასტუმრო “პრომეთე” მდებარეობს იმერეთის უნიკალურ კურორტ წყალტუბოში, რომელიც ცნობილია თავისი თერმული წყლებით. სასტუმრო განთავსებულია ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 25 კმ-ის მანძილზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, 250 კმ-ით შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და 170 კმ-ით ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან.

“პრომეთე” გთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურებას, რომელიც მოიცავს განთავსებასა და კვებას, სამედიცინო და გამაჯანსაღებელ სერვისებს, სარელაქსაციო და სპა პროცედურებს, ღია და დახურული აუზის გამოყენებას, საკონფერენციო მომსახურებასა და ქეითერინგს, ღია და დახურულ ბარებს, ტრანსფერსა და ველოსიპედით გასეირნებას.

მომსახურების წამყვანი მიმართულება არის სტუმარ-მასპინძლობა, რომელიც კომპლექსის განუყოფელი ნაწილია. სასტუმროს კვების ბლოკი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და საამაყოა, რადგან სტუმრები აქ ყოველთვის გრძნობენ ქართულ სტუმართმოყვარეობას. პერსონალი მუდმივად ცდილობს შექმნას მისაღები და მშობლიური გარემო თითოეული სტუმრისთვის.

სასტუმრო გათვლილია 110 სტუმარზე და სთავაზობს კერძებს “შვედური მაგიდის” პრინციპით, რაც საშუალებას იძლევა სტუმრებმა სრულად მიიღონ მრავალფეროვანი მენიუ.

Shopping Cart
Scroll to Top