Tskaltubo Hotel prometheus

Prometheus - A place to find peace 

ჩვენ შესახებ

სპა სასტუმრო “პრომეთე” მდებარეობს იმერეთის უნიკალურ კურორტ წყალტუბოში, რომელიც ცნობილია თავისი თერმული წყლებით. სასტუმრო განთავსებულია ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 25 კმ-ის მანძილზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, 250 კმ-ით შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და 170 კმ-ით ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან.

0 წელი

გამოცდილება

0 +

სპა სერვისი

0 %

კმაყოფილების დნე

0 k

კმაყოფილი კლიენტი

უკუკავშირი

ლიკა ბერიძე თბილისი, მენეჯერი

„პრომეთე სპა სასტუმრო იყო ნამდვილი აღმოჩენა ჩემთვის! სუფთა გარემო, თბილი მასპინძლობა და უმაღლესი დონის სპა პროცედურები – აუცილებლად დავბრუნდები.“

გიორგი კაკაბაძე ბათუმი, ფინანსისტი

„ველოდებოდი კარგ მომსახურებას, მაგრამ რაც მივიღე – ეს იყო ბევრად მეტი. ნომერი კომფორტული, სპა პაკეტი ეფექტური და მომსახურე პერსონალი – უღრმესი მადლობა!“

Hotel Prometheus - სპა გამაჯანსაღებელი ცენტრი გთავაზობთ პროფესიონალურ სერვისებს, რომლებიც ხელს უწყობს სხეულის და გონების სრულყოფილ განტვირთვას.

 სარელაქსაციო მასაჟი – დაგეხმარებათ სტრესის შემსუბუქებაში, კუნთების მოდუნებაში, კანის დატენიანებაში. და საერთო განწყობის გაუმჯობესებაში.

პრესოთერაპია ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და ტოქსინების გამოდევნას, ამცირებს შეშუპებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ჰიდრომასაჟი – წყლის თერაპია სხეულის სრული მოდუნებისთვის.

საუნა და ჯაკუზი – ხელმისაწვდომია წინასწარი ჯავშნით, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და ენერგიის აღდგენას.

პელეოთერაპია - პროცედურა გულისხმობს გათბობილი სამკურნალო ტალახის ლოკალურად ან მთელ სხეულზე დატანას, რაც ეხმარება ორგანიზმს ტკივილისა და ანთებითი პროცესების შემსუბუქებაში, კანის რეგენერაციაში და საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

სპელეოთერაპია - უნიკალური ბუნებრივი მეთოდი, რომელიც გულისხმობს მიკროკლიმატური პირობების გამოყენებას მღვიმეებსა და მიწისქვეშა სივრცეებში სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით. ის განსაკუთრებით ეფექტურია სასუნთქი სისტემის, ნერვული სისტემისა და ალერგიული მდგომარეობებისას.

Shopping Cart
Scroll to Top